21 დეკემბერი 2024,   20:15
ვრცლად
კომისიისთვის მნიშვნელოვანი დეტალები გახდა ცნობილი - საგამოძიებო კომისია არასრულწლოვანებს კითხავს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს, არასრულწლოვნებს კითხავენ. ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, ამ წუთებში კომისიის წევრები საქმის დეტალებს მეორე არასრულწლოვნისგან ისმენენ. 

"ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, გამოკითხვისას კომისიისთვის მნიშვნელოვანი დეტალები გახდა ცნობილი. 

საგამოძიებო კომისიის წევრი არ აკონკრეტებს რომელიც სკოლის მოსწავლე გამოიკითხა, თუმცა ამბობს, რომ მიღებული ინფორმაცია, მნიშვნელოვან ახალ დეტალებს შეიცავს.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე ვერ გეტყვით თუ რომელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ გამოკითხული. ვერც იმას გეტყვით რა ინფორმაცია მოგვაწოდეს. თუმცა გარკვეული ახალი და მნიშვნელოვანი დეტალები კომისიისთვის ცნობილი გახდა. ამაზე საუბრისგან, შემდგომი კონკრეტიზაციისგან თავს შევიკავებ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომისიის 3 წევრი, დღეს 2 არასრულწლოვანს გაესაუბრება, რომლებიც სისხლიანი დაპირისპირების დროს, 2017 წლის 1 დეკემბერს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და მომხდარის უშუალო თვითმხილველები არიან. გამოკითხვა დახურულ ფორმატში, ფსიქოლოგების ზედამხედველობით ტარდება. 

დღის ამბები