22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ტატუნაშვილი არ მოუკლავთ, ის გარდაიცვალა - კოჩიევი

ტატუნაშვილი არ მოუკლავთ, ის გარდაიცვალა - ეს განცხადება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეგორ კოჩიევმა ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ექვს საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე ათი განსახილველი საკითხი იდგა, თუმცა მთავარ საკითხს კვლავ ცხინვალის ციხეში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრიდან ამოცლილი შინაგანი ორგანოების გადმოცემის მოთხოვნა იყო.

კოჩიევის განცხადებით, ქართულ მხარეს ცხედართან ერთად ორგანოების ფრაგმენტებიც გადაეცათ. კოჩიევის თქმით, საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზითაც კი არ დგინდება, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

„ქართულმა ექსპერტიზამ არ გასცა პირდაპირი პასუხი არცერთ დასმულ კითხვას, ამიტომ იმის განცხადებით, რომ ტატუნაშვილი მოკლეს, თქვენ ამახინჯებთ ფაქტებს. ტატუნაშვილი გარდაიცვალა და არც ერთმა ექსპერტიზამ არც ქართულმა და არც ოსურმა წამების ფაქტის შესახებ პასუხი კითხვას არ გასცა. რაც შეეხება ოთხოზორია ტატუნაშვილის საქმეს - ჩვენ არ გვესმის ამ სიის შექნის მოტივაცია. პასუხად მინდა გითხრათ, რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი სია, რომელიც საქართველოს მიერ ჩადენილ დანაშაულს ასახავს,“- აცხადებს კოჩივი.

დღის ამბები