22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"ჩემი გასარკვევი, გასარჩევი და გამოსაძიებელი არ არის არც ერთი საგამოძიებო საქმე" - თეა წულუკიანი ქუმსიშვილი-ალავიძის დაკითხვას ეხმაურება

„ჩემი გასარკვევი, გასარჩევი და გამოსაძიებელი, პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ, არ არის არც ერთი საგამოძიებო საქმე,“ - ასე ეხმაურება თეა წულუკიანი ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი ვიცე-პრემიერის დაკითხვას.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ყველა იმ პირს, ვის მიმართაც კითხვები აქვს გამოძიებას ან მომავალში ექნება, წარმატებას უსურვებს.

თეა წულუკიანი ასევე ეხმაურება ოპოზიციის შეფასებას, რომ დაწყებულია გიორგი კვირიკაშვილის კადრების დევნა და ამას უკავშირდება საგამოძიებო ორგანოში დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის დაბარებაც.

„ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ არის ნორმალური სამართლებრივი სახელმწიფოებრივი პროცესი. შესაბამისად, ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, რა სურს. როდესაც ისინი ითხოვენ, რომ გამომძიებელმა დასვას კითხვები და გამომძიებელი დაიწყებს ამ კითხვების დასმას, შემდეგ ოპოზიცია აღარ უნდა შფოთდებოდეს იმიტომ, რომ გამოდის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც ვითარდება, რომელიც ძლიერდება და ეს, როგორც მმართველ პარტიას უხარია, ასევე უნდა უხაროდეს ოპოზიციას,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები