07 დეკემბერი 2024,   19:27
ვრცლად
"ვიღაცას უნდოდა კვალის არევა ან დააშინეს ეს მოწმე ან მოისყიდეს, ან თავის მენტალობიდან გამომდინარე არ საუბრობს არაფერს - სარალიძე დაკავებულ მოზარდზე 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში ცრუ მოწმეობისთვის დაკავებულ მოზარდისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.

გამოძიება 51-ე სკოლის მოსწავლეს ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. როგორც შს სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულმა გამოძიებას და სასამართლოს განსხვავებული ჩვენებები მისცა, პირველ ჩვენებაში ინციდენტში მიხეილ კალანდიას მონაწილეობაზე ისაუბრა, მეორე ჩვენებაში კალანდიას მონაწილეობა უარყო. მან ასევე დამალა გამოძიების მიმდინარეობისას მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრა.

თავად ზაზა სარალიძე ფიქრობს, რომ მოზარდმა ჩვენება კალანდიას ოჯახის წევრების მირზა სუბელიანის ან ბორის კაკუბავას ზეწოლის შედეგად შეცვალა.

სარალიძე ითხოვს დააკავონ ყველა ის პირი, ვინც გარკევული მიზეზით მომხდარის დეტალებს მალავს.

„ეს იყო დაგვიანებული, მაგრამ მართებული ნაბიჯი შს სამინისტროსა და პროკურატურის მიმართ.

არამხოლოდ ამ პირის მიმართ უნდა განხორციელებულიყო ეს ქმედება, არამედ ყველა მონაწილე ადამიანზე და ყველა თვითმხილველზე, რომელბმაც რაღაცეები დამალეს.

დაჭრის ფაქტამდე ყველაფერზე საუბრობს და ჰყვება დეტალებს დაჭრის ფაქტამდე, ოღონდ დაჭრის ფაქტზე აღარ საუბრობს და მალავს დაჭრის ფაქტს.

ვიღაცას უნდოდა კვალის არევა ან დააშინეს ეს მოწმე ან მოისყიდეს, ან თავის მენტალობიდან გამომდინარე არ საუბრობს არაფერს. შესაძლოა, მირზა სუბელიანმა (დააშინა ან მოისყიდა) შესაძლებელია ბორის კაკუბავას ან შესაძლებელია ყველა სხვა პირებს, რომლებიც ჯერ არ არის გამოკვეთილი,"- ამბობს სარალიძე.

დღის ამბები