17 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
ათეულობით მილიონი ბოთლიდან, აბსოლუტური უმეტესობა სტანდარტებს აკმაყოფილებს - ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხი "როსპოტრებნადზორ"-ს

ღვინის ეროვნული სააგენტოს პასუხი "როსპოტრებნადზორ"-ს პრეტენზიებზე - სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ათეულობით მილიონი ბოთლიდან, აბსოლუტური უმეტესობა სტანდარტებს აკმაყოფილებს.

უწყებაში ამბობენ, რომ 2017 წლის, იანვრიდან ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო დეგუსტაციას ექვემდებარება, რის შემდეგაც ღვინის ხარისხი მკაცრად კონტროლდება და ყველა საეჭვო ღვინო ექსპორტიდან იხსნება. 

ღვინის ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, რომ ხარისხზე ზრუნვა მუდმივი პროცესია და მზად არის ამ მიმართულებით მუშაობა გააგრძელონ. 

„ეს არ არის მარტო რუსეთის ბაზარი, ზოგადად არის მეღვინეობაში ახალი ბაზრები, რომლებიც შედარებით ნაკლებ სტაბილურია, ეს შეიძლება ჩინეთის ბაზარიც დასახელდეს,“- აცხადებს ლევან მეხუზლა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი საქართველოდან შესული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხის კონტროლს ამკაცრებს.

ფედერალური სამსახურის გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ჩატარებული შემოწმების შედეგად, 2018 წლის პირველ ნახევარში, რუსეთის ბაზარზე უკვე არ დაუშვეს 16 ათასი ლიტრი ქართული ალკოჰოლური სასმელი.

ამის მიზეზად უწყებაში პროდუქციის ხარისხის რუსეთის ფედერაციის ტექნიკურ რეგლამენტთან და კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობას ასახელებენ.

დღის ამბები