17 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ჰესების მშენებლობა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტური გამოძიება - პანკისის ხეობაში აქცია გაიმართა 

აქცია პანკისის ხეობაში დასრულებულია. მათი მოთხოვნები უცვლელი რჩება. ადგილობრივი მოსახლეობა ხეობაში ჰესის მშენებლობა აპროტესტებს. როგორც ყვებიან, განვითარების და წინსვლის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა, კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხეობას. ასევე, საფრთხე შეექმნება მათ ერთადერთ შემოსავალს, ტურიზმს. მათი თქმით, ჰესების გამო, განადგურდება მდინარე ალაზნის ეკო სისტემა და უნიკალური ლანდშაფტი.

პანკისის მკვიდრები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ ჰესების მშენებლობა გააპროტესტა, 20-მდე ადგილობრივი თელავის პოლიციაში დაიბარეს.

„პოლიციის შენობაში ვიყავით დაბარებული, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო ჩამოსული, ბატონი კახა საბანაძე. ძირითადად, საუბარი ეხებოდა ჰესებს და გვთხოვდა, რომ გავჩერებულიყავით, ვინაიდან, აქ იყო სახელმწიფოს ინტერესი. დაბარებები დაიწყო, როცა შევაჩერეთ მშენებლობის პროცესი. უხუცესები წინააღმდეგები არიან და ერთ აზრზე არიან და ყველანი ეწინააღმდეგებიან იმას, რომ აქ აშენდეს ჰესი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნაა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ობიექტური და დროული გამოძიება.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები