დონალდ ტრამპთან უთანხმოების მიუხედავად, გერმანიისთვის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განცხადება ამის შესახებ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა გააკეთა.
გერმანიის კანცლერს ძირითადად შეკითხვები, სწორედ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკაზე დაუსვეს.
ანგელა მერკელის თქმით, ის ცდილობს დონალდ ტრამპს არგუმენტირებულად უპასუხოს, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი მის პასუხს ყოველთვის არ იღებს.