19 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
ტრაგედია ტყიბულში - გამოძიების ფარგლებში მეშახტეები დაიკითხნენ

ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების საქმეზე, პოლიციაში დაკითხვა გრძელდება.

დღეს სამართალდამცველების შეკითხვებს, შახტის მუშები პასუხობდნენ.

ისინი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი კითხვები აფეთქების პროცესსა და შახტიდან ევაკუაციას ეხებოდა.

„როგორ პირობებში ვმუშაობთ და როგორ ვასრულებთ აფეთქებას ამასთან დაკავშირებით იყო შეკითხვები“-ამბობს დაკითხვიდან გამოსული მეშახტე.

ტრაგედია ტყიბულის შახტში 16 ივლისს მოხდა, აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 6 კი მძიმედ დაშავდა.

დღის ამბები