ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაშავებული მეშახტეებიდან 2 საავადმყოფოდან დღეს გაწერეს. შახტაში სულ 6 მუშა დაშავდა, 4 დამწვრობის ცენტრში მოათავსეს. 2 დაშავებულის მდგომარეობა კი ისევ მძიმეა, ერთ მათგანს კანის გადანერგვის ოპერაციას უახლოეს დღეებში ჩაუტარებენ.
„ორი პაციენტი ეწერება. ისინი შეხვდებიან ოჯახებს. გახარებულები ვართ. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ბუნებრივია საფრთხე არ ემუქრება. ორი მძიმე პაციენტი კვლავ განაგრძნობს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, მათ სამწუხაროდ დასჭირდებათ საკმაოდ ხანგრძლივი მკურნალობა.
"იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ერთ-ერთ მათგანს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა, მეორესთან ასევე იგეგმება კანის გადანერგვა უახლოეს პერიოდში. ამ წუთებში პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური,“-ამბობს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.