ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახი, დღეს სამშობლოში გადაასვენეს. სპეციალური თვითმფრინავი, შეერთებულ შტატებში, თბილისის საერთშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ გაფრინდა.
პარალელურად, სმიტების საზარელ მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს, ამ წუთებში გამომძიებლები საკანში კითხავენ.
სმიტების ოჯახის სამი წევრი, ორი ზრდასრული და ერთი 4 წლის ბავშვი ხადას ხეობაში მოკლეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ადგილობრივი მწყემსი მალხაზ კობაური.