სმიტების საზარელ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი, მალხაზ კობაური, გამომძიებლებმა საკანში დაკითხეს.
კობაურის ადვოკატი ამტკიცებს, რომ სმიტების ოჯახის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არ არის და საზარელი მკვლელობა მის თვალწინ ორმა პირმა ჩაიდინა.
უფლებადამცველის თქმით, კობაურს გამომძიებლებისთვის სწორედ ის ორი ადამიანი უნდა აღეწერა.
„მან სრულიად კონკრეტულად და დეტალურად აღწერა ის გარემოება, რა ვითარებაშიც შეხვდა ამერიკელ ოჯახს. ასევე, თუ როგორ მოვიდა ხადას ხეობაში ეს ორი უცნობი პიროვნება. ის თანახმაა სურვილის შემთხვევაში ითანამშრომლოს იმ მიმართულებითაც, რომ შეადგინოს ამ ადამიანების ფოტო-რობოტი.
მიუთითა მათ სიმაღლეზე, მათ თმის ფერზე, წარბების მოყვანილობაზე, ინდივიდუალურ მახასიათებელზე ერთ-ერთი ადამიანის, რომელიც მას ნამდვილად გააჩნდა,“-ამბობს ადვოკატი დავით გირგვლიანი.