17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
თეთნულდზე ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტის გადმოყვანა ვერ ხერხდება

თეთნულდზე ჩარჩენილია ერთი უკრაინელი ტურისტი, რომლის გადმოყვანაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფია ჩართულ, მაგრამ საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერტმფრენი ვერ აფრინდა.

დაკარგულ ტურისტთან კავშირი ვერ მყარდება, ამიტომ უცნობია ცოცხალია თუ არა საქართველოში სტუმრად მყოფი უკრაინელი ალპინისტი.

ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი  თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200 მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.

დღის ამბები