„რატომ არ ასახელებენ კანდიდატს? არ ასახელებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ დაასახელონ კანდიდატი, რომელიც ჩემს წინააღმდეგ უნდა დაასახელონ თუ რაღაც აბსტრაქტული კანდიდატი,“ - ეს განცხადება პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მმართველ გუნდს არ აქვს გადაწყვეტილი, ვინ იბრძოლებს მათი სახელით, რადგან თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მათ გაცილებით კონკურენტუნარიანი კანდიდატის დასახელება მოუწევთ.
„ახლა ბუნებრივია, ყველაზე მეტად აწყობთ, რომ მე თქვა, რომ არ ვიღებ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას. ასეთ შემთხვევაში, ყველაზე სუსტ კანდიდატს დაასახელებენ. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო სუსტი იქნება კანდიდატი, მერე მომავალი პრეზიდენტობისას უფრო რბილი იქნება, ჭკვიანი იქნება, აქ იმ კანდიდატს ვერ ნახავთ ვერაფრის დიდებით, თქვენ თუ მოიყვანთ ექსკურსიაზე, თორემ თვითონ აქ ვერ იქნება. ასეთი კანდიდატის დაყენება უნდათ, მაგრამ თუ მე ვმონაწილეობ არჩევნებში, ასეთ კანდიდატს ვერ დააყენებენ, ბევრად უფრო ღირსეული უნდა დააყენონ, იმისთვის, რომ მე დამიპირისპირდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.