20 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
გიორგი მღებრიშვილი დანიშვნიდან 7 თვის შემდეგ სამსახურს დაემშვიდობა - მისი თანამდებობა სავარაუდოდ, კორუფციულ გარიგებებს შეეწირა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის თანამდებობას გიორგი მღებრიშვილი დანიშვნიდან 7 თვის შემდეგ დაემშვიდობა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს და ქვეყნის პირველ მეხანძრეს ”კურიერის” ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. განცხადების დაწერა და გადადგომა მას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსთხოვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ პირველი მეხანძრე გადადგა და პრემიერმა მისი განცხადება დღეს დააკმაყოფილა.

„კურიერის“ ინფორმაციით, მღებრიშვილის თანამდებობიდან გაშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოძიება შს სამინსიტროში მისი საქმიანობით დაინტერესდა და ჩატარებულმა ტენდერებმა კითხვის ნიშნები გააჩინა. საუბარია სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე.

იქნება თუ არა გიორგი მღებრიშვილი მესამე ყოფილი მინისტრი „ქართული ოცნების“ გუნდიდან, რომელსაც პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლა მოუწევს, ამას საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ.

პროკურატურაში დღეს ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დადგენილია, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინიტროდან საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტი. მთავარ საგამოძიებო უწყებაში პირველად განმარტეს, რომ საქმეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლითაც იძიებენ.

მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ პროექტებს, რის გამოც გამოძიება დაიწყო. თუმცა ყოფილი მინისტრების, დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის, მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას არ გამორიცხავენ.

„კურიერის“ ინფორმაციით, საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 710 მილიონიან პროექტს ეხება. 

 

დღის ამბები