20 ნოემბერი 2024,   03:20
ვრცლად
ვიმსახურებთ პასუხს, რაზე ვერ შეთანხმდნენ კვირიკაშვილის პოლიტიკაში, - გიორგი მარგველაშვილი

„კვირიკაშვილი არამარტო საქართველოში იყო ავტორიტეტული და არამარტო საქართველოში ჰქონდა რაღაც, ასე ვთქვათ, ნდობის ან რაღაცის რეიტინგი, არამედ უცხოეთშიც. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საზოგადოებას, თორემ შეიძლება უნდა მომხდარიყო ცვლილება და როცა ჩვენ ამის თაობაზე არ ვიცით, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ღირსები ვართ, რომ ამის თაობაზე გავიგოთ,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა გახდა გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უთანხმოების მიზეზი, რატომ წავიდა ყოფილი პრემიერი.

„ბატონი კვირიკაშვილი, რომ წავიდა, წავიდა ასეთი განცხადებით, რომ პარტიის ლიდერთან ანუ ბიძინა ივანიშვილთან მას ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები, რაზე, ხომ უნდა ვიკითხოთ? რაზე ვერ შეთანხმდნენ? შეიძლება ვერ შეთანხმდნენ მაგრიტის ტილოს ფასზე, ან ვერ შეთანხმდნენ, დავუშვათ, ნიცშეს „ანტიქრისტეს“ წაკითხვაზე. შეიძლება ვერ შეთანხმდნენ რაღაც ვერდის ოპერა მოგწონს ან მოგწონს, თუ ვაგნერის ოპერა გირჩევია. ამაზე თუ ვერ შეთანხმდნენ, რატომ მიდის პრემიერ-მინისტრი? თორემ თუ ვერ შეთანხმდნენ მედიის დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე, ნატო-ზე, ეს უკვე საინტერესოა ჩვენთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, როგორც მოქალაქეები, ჩვენ ვიმსახურებთ პასუხს იმაზე, რომ კვირიკაშვილის პოლიტიკაში, რაზე ვერ შეთანხმდნენ,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

დღის ამბები