17 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
მუქარის შემცველი კომენტარი კავკასიის ჟურნალისტზე - ნინო ჯანგირაშვილი საკრებულოს თანამშრომლის გათავისუფლებას ითხოვს 

ნინო ჯანგირაშვილი, საკრებულოს, თანამშრომლის გათავისუფლებას ძალადობრივი განცხადების გამო სთხოვს.  მუქარის შემცველი კომენტარი კავკასიის ჟურნალისტზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელმა, მამუკა ბალიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტელეკომპანია ”კავკასიის” გენერალური დირექტორი მომხდარს კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამო, ზეწოლად აფასებს და შესაბამის რეაგირებას ითხოვს.

მამუკა ბალიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარესა და აპარატს უკვე მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საჯარო მოხელის კომენტარი სიძულვილის ენისა და ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს, ამიტომ საკრებულოს რეაგირებას სთხოვენ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებები საჯარო მოხელის პირადი საქმეა და რეაგირებას ისინი კანონის შესაბამისად მოახდენენ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საკრებულოში დღეს მორიგი სხდომა ჩაატარა, თუმცა კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი სამსახურში არ გამოჩენილა. მამუკა ბალიაშვილმა მთელი დღის განმავლობაში არც "კურიერის" სატელეფონო ზარებს უპასუხა.

ავტორი: თამთა ჯიქია. 

დღის ამბები