20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო - თალაკვაძე მარგველაშვილზე საუბრობს

„ის არის წინასაარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში,“ - ეს შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის მიერ ერთი საათის წინ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.

თალაკავძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს ჰგონია, რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებს, რაც ასე არ არის. 

„პრაქტიკულად, მან თქვა, რომ დედამიწა ტრიალებს ჩემს გარშემოო, შესაძლოა, არის პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსი, რომელიც მართლაც მის გარშემო ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი, ნამდვილად არ ტრიალებს მის გარშემო. შესაბამისად, მე ვფიქრობ,  მას ამ შემთხვევაში ეს განცხადებები დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, ისევ და ისევ საკუთარი პიროვნება ან კანდიდატურა წამოსწიოს წინ. რეალურად, ის არის წინასაარჩევნო სტრესში და ფიქრობს ბევრს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, ამიტომ გვაჩქარებს ალბათ, თავისი გეგმის მიხედვით,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები