„ჩემი პოზიციაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი,“ - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ქართული ოცნების თავმჯდომარემ საპრეზიდენტო კანდიდატზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ოცნებაში პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა ლაპარაკი, მათ შორის, თავად მასზე, ასევე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე.
„ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეძლებს პირველსავე ტურში გამარჯვებას. გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და ქართული ოცნების წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.