26 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
მრავალეროვან სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018-ში" მონაწილე სამხედრო ტექნიკა გორშია

მრავალეროვან სამხედრო სწავლება ღირსეულ პარტნიორ 2018-ში მონაწილე სამხედრო ტექნიკა გორშია. ამ წუთებში ადგილზე 13 ჯავშან-მანქანა სტრაიკერი დგას. 

ნატო-ს წევრი და მოკავშირე სახელმწიფოების სამხედრო ტექნიკა, რომელიც ფოთის პორტიდან ვაზიანის სამხედრო აეროდრომისკენ მიემართება. ტექნიკის დიდი ნაწილი უკვე ვაზიანშია თავმოყრილი.

სამხედრო ტექნიკის ნაწილი ამ გზას თვით სვლით გადის, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. სიმბოლურია ისიც, რომ სამხედრო ტექნიკა სწორედ გორში გაჩერდა, ქალაქში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყველაზე მეტად დააზარალა.

„ამ სწავლების მიზანი არის, რომ მოხდეს უფრო ღრმა ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების ევროატლანტიკურ სივრცეში,“ - განაცხადა პოლკოვნიკმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილემ, ნიკოლოზ ჯანჯღავამ.

გორელების თქმით, მნიშვნელოვანია, ამ წვერთნების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს ომიდან 10 წელი გადის.

დღის ამბები