22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
სოციალურ სააგენტოში დატოვებული მოხუცი - ”კურიერში” გასული რეპორტაჟის შემდეგ, 90 წლის მოხუცი თავშესაფარში გადაიყვანეს

კურიერში გასული რეპორტაჟის შემდეგ, 90 წლის მოხუცი თავშესაფარში გადაიყვანეს. ვერა მატიუნინას მდგომარეობით, რომელიც ოჯახის წევრებმა გურჯაანის სოციალურ სააგენტოში დატოვეს, საპატრიარქო დაინტერესდა.

მატიუნინა ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში უკვე განათავსეს. ოჯახის წევრებს კი მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს ექნებათ.

მოხუცის შვილიშვილი აცხადებდა, რომ უკიდურესად გაჭირვებულია და მის გადაყვანას თავშესაფარში გურჯაანის სოციალურ სააგენტოს ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ სთხოვდა.

დღის ამბები