22 დეკემბერი 2024,   16:16
ვრცლად
მიტოვებული მოხუცი - 90 წლის ვერა მატიუნინი შვილიშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიიყვანა და დატოვა

90 წლის ქალის ზრუნვაზე ოჯახმა უარი თქვა. ვერა მატიუნინი შვილიშვილმა სოციალური მომსახურების სააგენტოში მიიყვანა და დატოვა. ის მიზეზად, უკიდურეს გაჭირვებას ასახელებს.

90 წლის მოხუცს უკვე 16 წელია დამოუკიდებლად არც გადაადგილება და არც თავის მოვლა შეუძლია. წუხს, რომ იგი აღარავის სჭირდება.

90 წლის მოხუცს შვილის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ სიძე და ერთი შვილიშვილი დარჩა. ლია გაბიდაური ამბობს, რომ თავად სოციალურად დაუცველია და ბებიას ვერ პატრონობს. ვერა მატიუნინას ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ დახმარებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ისედაც მზრუნველობა მოკლებულ მოხუცს, უსახლკაროდ დარჩენის საშიშროება მას შემდეგ შეექმნა, რაც მისი დის შვილიშვილმა ბებიის სახლში გადასვლა მოისურვა. ახალგაზრდამ ვერა მატიუნინას შვილიშვილს მოსთხოვა, რომ მოხუცი თავისთან წაეყვანა. სოფელ კალაურში, სხვის სახლში შეკედლებულმა ლია გაბიდაურმა კი ერთადერთი გამოსავალი მოძებნა და ბებია სოციალური მომსახურების სააგენტოში დატოვა.

სოციალური მომსახურების სააგენტომ მოხუცის მიტოვების შესახებ შინაგან საქმეთა სამინსიტროს აცნობა. არ არის გამორიცხული, რომ ოჯახურ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.

ავტორი: ია გულიაშვილი, ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები