21 დეკემბერი 2024,   20:25
ვრცლად
„ღირსეული პარტნიორი" - ჯარისკაცები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდანაც ჩამოვიდნენ

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილეობის მიზნით, საქართველოში ჯარისკაცები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდანაც ჩამოვიდნენ.

პირადი შემადგენლობა საქართველოში უკვე სრული შემადგენლობით იმყოფება და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის ემზადება.

ბრიტანელი სამხედროები „ღირსეულ პარტნიორში“ 2016 წლიდან აქტიურად არიან ჩართული. წელს სწავლებაში 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ 1 აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

„ბრიტანელი სამხედროები საქართველოში მრავალეროვნულ სწავლებაში "ღირსეული პარტნიორი 2018" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედით. ეს სწავლება საქართველოში ნატოს მიერ ტარდება და ნატოს წევრი და მოკავშირე ქვეყნების პარტნიორობის ნათელი დემონსტრირებაა,“ - ლეიტენანტმა, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ ქოლონ უელჩიმ.

დღის ამბები