მოსამართლეთა შესარჩევი გამოცდების დასრულებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ეხმიანებიან.
ანა დოლიძე აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოცდის შედეგებსა და მოსამართლეთა კომპეტენციას მნიშვნელობა არ აქვს. დოლიძე ამტკიცებს, რომ მოსამართლეთა შერჩევა სუბიექტურად ხდება.
მოსამართლეთა შესარჩევი გამოცდების საკითხის დაყენებას საბჭოს არამოსამართლე წევრები საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გეგმავენ.
„გამოცდის შედეგს აქვს მინიმალური მნიშვნელობა დანარჩენი არის, როგორ და რატომ მოეწონები იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობას.
ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ, რომ მოსამართლეებად დანიშნონ ადამიანები, რომლებიც არ არიან შერჩეულნი ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების შესაბამისად“-აცხადებს ანა დოლიძე.