26 დეკემბერი 2024,   13:50
ვრცლად
მოვუწოდებთ პრეზიდენტს, რომ დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი - ზაალ უდუმაშვილი

„დღეს არჩევნების თარიღის გაჭიანურება, მხოლოდ და მხოლოდ, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილის,“ - ეს განცხადება, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.

ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ დროულად გამოაცხადოს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, რაც არჩევნებში მონაწილე ყველა ფიგურანტს წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობას მისცემს.

„ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ დროულად გამოაცხადოს არჩევნების თარიღი და არ იყოს ის დამოკიდებული იმაზე, თუ თავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დააყენებს თუ არა კანდიდატურას ან რას ურჩევს მას ქართული ოცნება, რომ მიეცეს ყველას, ნორმალურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში, განსაკუთრებითი კი ოპოზიციას,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მმართველი პარტიაში განხეთქილებაა, რასაც მოწმობს ის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ.

„დღეს ქართული ოცნება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩავარდნილი, იმიტომ, რომ დღემდე ვერ გადაწყვიტა ეყოლება თუ არა საკუთარი კანდიდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ შიგნით "ქართულ ოცნებაში" არის სერიოზული განხეთქილება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კვლავ უცნობია, ეყოლება თუ არა "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატი და რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას მმართველი გუნდი მოახლოებულ არჩევნებში. კონსულტაციები გუნდში, წესით, მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს, თუმცა ვერსიები კვლავაც სხვადასხვაა.

სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე უნდა დაასახელოს არჩევნების თარიღი მოქმედმა პრეზიდენტმაც. ოქტომბრამდე 2 თვე რჩება, თუმცა გიორგი მარგველაშვილი ამჯერად არ ჩქარობს. წინა არჩევნებზე მან თარიღი 4 თვით ადრე გამოაცხადა.

დღის ამბები