17 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სატრანსპორტო საშუალებებში მარიხუანას მოხმარება იკრძალება

მარიხუანაზე იგივე რეგულაცია გავრცელდება, რაც თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება აღარ ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად თუმცა მოხმარება არ უნდა მოხდეს საზოგადოებრივ სივრცეში და სხვების ჯანმრთელობის ფასად.

„საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარების უფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით გარანტირებული თავისუფალი განვითარების უფლება იცავს პიროვნების უფლებას მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სატრანსპორტო საშუალებებში, სადაც მესამე პირის მიმართ მიყენების ზიანი არის მაღალი ასეთ შემთხვევებში გამართლებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მიმართ აკრძალვის დაწესება,“-განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები