21 დეკემბერი 2024,   20:06
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიები კომისიის წევრები გლდანის ციხეში ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ

მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს გლდანის ციხეში ორ არასრულწლოვანს გამოკითხავენ. კანონმდებლების თქმით, საგამოძიებო პროცესის დროს გარკვეული გარემოებები უკვე გამოიკვეთა. საგამოძიებო კომისიის წევრები ამბობენ, რომ  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ინფორმაცია შეჯერდება და საბოლოო დასკვნა მნიშვნელოვანი და შედეგიანი იქნება.

კვირის ბოლოს საგამოძიებო კომისიის წევრები უკვე შს და იუსტიციის მინისტრებს, ასევე ყოფილ მთავარ პროკურორს გამოკითხავენ.

„გამოვკითხეთ დაახლოებით 70 პირი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. დაწყებული უშუალო მოწმეებიდან, ასევე იმ პირებით გაგრძელებული, რომლებსაც გარკვეული სახის ინფორმაცია გააჩნდათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მსჯავრდებულ პირებთან გვექნება შეხვედრა და მათთან გასაუბრება და ამ კვირაში დაგეგმილია ასევე შს მინისტრის, იუსტიციის მინისტრის და ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვა,“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.  

დღის ამბები