26 დეკემბერი 2024,   16:07
ვრცლად
მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება - "ქართულ ოცნებაში" საშიშ პრეცედენტზე, საკანონმდებლო ვაკუუმსა და მისი დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობენ 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პროტესტი მოჰყვა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ საშიში გადაწყვეტილება მიიღო. მმართველი გუნდის დეპუტატები უახლოეს მომავალში ქვეყანაში მარიხუანას მომხმარებლების რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ.

მათივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში საკანონმდებლო ვაკუუმი შეიქმნა, რომლის დარეგულირებასაც უახლოეს მომავალში ეცდებიან.

„პრაქტიკულად საკანონმდებლო ვაკუუმი შეიქმნა და პრაქტიკულად ლეგალური გახდა. იურიდიულად ისევ აკრძალულია, მაგრამ აღსრულების მექანიზმი აღარ გვაქვს, რომ ავკრძალოთ მათ შორის არასრულწლოვნებში ამის მოხმარება. ჩვენ ერთის მხრივ მკაცრად დავარეგლამენტირებთ მარიხუანასთან მიმართებაში, რომ არ მივიღოთ უარყოფითი შედეგი,“-აცხადებს აკაკი ზოიძე.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოების პირველი გამარჯვებაა „ივანიშვილის რეპრესიულ რეჟიმზე“.

ამავე თემაზე
დღის ამბები