ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს, კალიფორნიაში ამ დრომდე ებრძვიან. დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მაშველები 19 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
სახანძრო ბრიგადების მიერ ჯერჯერობით, მხოლოდ ცეცხლის კერების 23 პროცენტი კონტროლდება. ხანძარმა უკვე გაანადგურა 1000-მდე შენობა. სამაშველო სამუშაოებს კვლავ ძლიერი ქარი აფერხებს, სწორედ ამიტომ შესაბამისი სამსახურები ხანძრის გავრცელების მიმართულების პროგნოზირებას ვერ ახერხებენ.
სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 40 ათასამდე ადამიანი.