21 დეკემბერი 2024,   20:04
ვრცლად
სუბარსა და ხაიშელებს შორის შეხვედრა გადაიდო - სვანეთში მინისტრთა კაბინეტის წევრებს ელოდებიან

მთავრობის ადმინისტრაციაში დაგეგმილი შეხვედრა ხაიშელებსა და პრემიერის მრჩეველ სოზარ სუბარს შორის გადაიდო.

სუბარის განცხადებით, გადაწყდა, რომ ორშაბათს თავად მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავლენ სვანეთში და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

მოსახლეობის მოთხოვნებს შორის კი მთავარი საკითხი ხე-ტყის დამუშავების პროცესის აღდგენა და მისი გატანის უფლებაა.

ადგილობრივები ყველა პრობლემას შეაჯერებენ და მთავრობის წევრებს დოკუმენტის სახით წარუდგენენ.

„სავარაუდოდ, იქით ორშაბათს ჩავალთ ყველანი ერთად, შეხვედრა იქნება ხაიშში. გრძელვადიან განვითარებაში ვარ ძალიან ოპტიმისტური იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რესურსია ამ ორ სოფელში. თუმცა, მოკლევადიანში, ამ ზამთარში როგორ გადავუწყვიტოთ ამ ადამიანებს პრობლემა, ეს იქნება რთული მოლაპარაკების საგანი, თუმცა, იმედი მაქვს, მივაღწევთ გარკვეულ კონსესუსს,“ - აცხადებს სუბარი.

დღის ამბები