21 დეკემბერი 2024,   19:36
ვრცლად
პრემიერის უარი ზაზა სარალიძეს და შვილმოკლულ მშობლებს - ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს არ შეხვდა

შვილმკვდარი მშობლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ. საუბარია იმ მშობლებზე, რომელთა შვილების მკვლელობის საქმეები ამ დრომდე გამოუძიებელია. მათ შორის არის ზაზა სარალიძეც, რომელიც, 30-მდე მშობელთან ერთად, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა და მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვა.

რამდენიმე საათიანი ლოდინის მიუხედავად, პრემიერი მშობლებს არ შეხვდა. მათთან მხოლოდ აპარატის თანამშრომელი ჩავიდა და მოთხოვნებზე პასუხის გაცემას გონივრულ ვადაში დაჰპირდა.

ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილითაც მიმართეს და მთავრობის ადმინისტრაციაში 30-მდე გახმაურებული საქმის მასალა მიიტანეს.  

თუ საქმეები 2 თვეში არ გადაიხედება, შვილმოკლული მშობლები ქუჩის აქციებს აანონსებენ. 

დღის ამბები