26 აპრილი 2024,   05:15
ვრცლად
10 წელი შინდისის ტრაგედიიდან - 17 გმირი, რომელმაც 2008 წელს ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩია

შინდისის ტრაგედიიდან დღეს ზუსტად 10 წელი შესრულდა. 2008 წლის 11 აგვისტოს, მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის პირისპირ აღმოჩნდა. უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი გმირი შეეწირა.

რუსული არმიის ასეულს რაოდენობრივი სიმცირის მიუხედავად, ქართველმა გმირებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, სამხედროების ხსოვნის უკვდავსაყოფად, შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნება. გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მშობლებს დღეს ინფორმაცია თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მემორიალი მომავალ წელს დასრულდება და მისი მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარია გამოყოფილი. 

შინდისის ბრძოლიდან 10 წლის თავზე ადგილზე, სადაც ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ, დღეს დილიდან შეიკრიბნენ მათი ოჯახის წევრები, ახლობლები და თანამებრძოლები. შინდისში გმირთა მემორიალთან სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგეს მთავრობისა და ოპოზიციის წევრებმა.

ბრძოლა შინდისთან აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო. შეტაკება 11 აგვისტოს, დილის 10 საათისთვის დაიწყო. მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეული რუსეთის 53-ე არმიის ასეულის წინაშე მარტო აღმოჩნდა. ოკუპანტების სამხედრო ტექნიკაზე მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ქართული დროშები იყო აღმართული. შინდისთან, რკინიზგის სადგურთან ახლოს ქართველი სამხედროები უთანასწორო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ. 

ბოლოს, ქართველ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალა ამოეწურათ. დაჭრილმა მებრძოლებმა ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩიეს და ერთადერთი შემორჩენილი ყუმბარით თავი აიფეთქეს.

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები