26 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
ალბათ ხელისუფლებისთვის არ არის მნიშვნელოვანი ჩემი საქმე სადმე მოხვდეს - ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი ხელისუფლებას აკრიტიკებს

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში სახელმწიფოთაშორის სარჩელს გზავნის, სადაც საუბარია განგრძობადი ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე.

თუმცა, იუსტიციის სამინისტროს სარჩელში არ არის თამარ მეარაყიშვილის საქმე. სამოქალაქო აქტივისტზე, რომელიც ახალგორში ცხოვრობს, ე.წ. ცხინვალის პროკურატურაში 2 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას პატიმრობა ემუქრება.

მისი საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში არაერთხელ მოხვდა. თავად მეარაყიშვილი დარწმუნებულია, რომ მას აქტიურობისა და კრიტიკის გამო დე-ფაქტო ხელისუფლება დევნის, თუმცა ის საქართველოს ხელისუფლებისთვისაც მიუღებელი პერსონაა.

„მე ვიდევნები როგორც სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენი რაიონის მოსახლეობას აწუხებს.

"ეს იმიტომ რომ მე მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიმართ არ გამოვირჩევი კრიტიკით, ასევე პერიოდულად ვაკრიტიკებ საქართველოს ხელისუფლებას, რომლებიც არანაკლებად არღვევენ ადამიანის უფლებებს, ვერ შეედრებიან ოსური (დე-ფაქტო) ხელისუფლების განხორციელებულ ქმედებაში დევნის მხრივ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არღვევს ჩვენ უფლებებს“-ამბობს მეარაყიშვილი.

დღის ამბები