12 აგვისტო 2022,   16:56
ვრცლად
აფეთქება გერმანიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში - შემთხვევას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა

გერმანიაში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, აფეთქება მოხდა.

შემთხვევა მიუნხენიდან 80 კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებაში მოხდა.

აფეთქებას მასშტაბური ხანძარიც მოჰყვა. შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, რომელთაგანაც სამი მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილზე ასობით მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

მომხდარის შემდეგ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან 1800-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ ოჯახებს კი ურჩიეს, რომ კვამლის გამო, ფანჯრები და კარი არ გააღონ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

დღის ამბები