26 დეკემბერი 2024,   22:35
ვრცლად
"ტყუილია" - ზვიად გამსახურდიას მმართველობაზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებაზე სალომე ზურაბიშვილის პირველი პასუხი

სალომე ზურაბიშვილიმა ზვიად გამსახურდიას მმართველობასთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პირველად უპასუხა.

პრეზიდენტობის კანდიდატს ჟურნალისტებმა იმ მოსაზრების განმარტება მოსთხოვეს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გააკეთა.

ამის შესახებ სიუჟეტი  რამდენიმე კვირის წინ კურიერის ეთერში გავიდა, სადაც ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას მმართველობას "სისხლიან რეჟიმს" უწოდებდა და სამხედრო გადატრიალებას მხარს უჭერდა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა, შეკითხვას დღეს მცირე კომენტარით უპასუხა და ამ ინფორმაციას "ტყუილი" უწოდა.

1992 წელს გაზეთ ივერიაში გამოქვეყნებულ სტატიაში სალომე ზურაბიშვილი პირველი პრეზიდენტის დამხობას "ლეგიტიმური" უწოდა.

 

დღის ამბები