ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომას მმართველი გუნდი კვლავ არ ესწრება. მიზეზი კი როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს სამზადისია, რომელის შემდეგაც კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ საკუთარ განსხვავებულ მოსაზრებებს წარადგენს. მამუკა მდინარაძე "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას Facebook-ის პოსტსაც ეხმაურება. საუბარია უგულავას განცხადებაზე, რომელიც წერს, რომ "ქართული ოცნება" პარტიული იარლიყების მიწებებით არის დაკავებული და ამ გზით გარკვეული პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობს.
„ორშაბათს მივდივართ ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებით და კადრულობენ საშინელებებს რომ ჩაერთონ კომისიის მუშაობაში და ამ ტრაგედიით მანიპულირებენ. არ არის სწორი ეს ყველაფერი. Facebook-ის რაღაცაზე, რომელსაც აქვს 5 ლაიქი და გაბრალებს ადამიანი ისეთ რაღაცას... ერთი მიშა სააკაშვილმა იკადრა ეგ ყველაფერი და რაღაც ისიც მინიშნებით თქვა რაღაც მაშინ და მეორე, ამდენი წლის მერე იკადრა გიგი უგულავამ. რაღაცა საშინელება ოღონდ კი თავისიანები „გააპრავოს“ და ამაზე უნდა ვაკეთო სერიოზული კომენტარები?,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.