26 დეკემბერი 2024,   15:31
ვრცლად
სემ პატენი გვეხმარებოდა სოციოლოგიურ კვლევებში, ის 2012 წელს ივანიშვილთან არ თანამშრომლობდა - გოგუაძე

სემ პატენი იყო ჩვენი კონსულტანტი, იგი ზუსტად სოციოლოგიურ კვლევებზე და მოსახლეობის სოციალურ გამოკვლევებში გვეხმარებოდა - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე.

ის ადასტურებს, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სემ პატენს ირაკლი ალასანიას პარტიასთან თანამშრომლობა აკავშირებდა, თუმცა უარყოფს, რომ სემ პატენის კომპანია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს აშშ-ში ლობირებდა.

„ჩვენამდე სემ პატენი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტანტი,  რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა სხვა ლობისტური კომპანია დაქირავებული 2012 წელს სემ პატენი არ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან. 2012 წლის მერე თუ ჰქონდა რაიმე კავშირი სემ პატენთან ბიძინა ივანიშვილს არ ვიცი. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ სემ პატენი გვეხმარებოდა, როგორც კონსულტანტი“ - აცხადებს გოგუაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები