26 დეკემბერი 2024,   15:26
ვრცლად
გიგი უგულავა ენმ-ს მოუწოდებს ფოკუსირდეს "იმ ჯილეხის მოსაცილებლად, რასაც სალოიმე ზურაბიშვილი ჰქვია"

გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარტია დატოვეს და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდნენ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ბრიფინგზე დღეს მისულმა ადამიანებმა პარტია რამდენიმე თვის წინ დატოვეს და თემის გააქტიურება მისთვის გაუგებარია; გიგი უგულავას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ჯილეხის "ქართული ოცნების" ნაცვლად ევროპულ საქართველოს ებრძვის და ამბობს, რომ ანალოგიურად, რამდენიმე წევრმა, ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობაც დატოვა და ევროპულ საქართველოს შეუერთდნენ; პარტიის ლიდერმა, ოპონენტებს ევროპის სახალხო პარტიის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებაც შეახსენა.

„პარტია, რომელთანაც ჩვენ „ევროპის ხალხთა“ პარტიის ეგიდით გავაფორმეთ ხელშეკრულება სადაც პირობა დავდეთ,  რომ  ვფოკუსირდებით აი იმ პირდაპირი მნიშვნელობით ჯილეხის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია, რომელსაც ხვალ თუ ზეგ "ქართული ოცნება" დაუჭრს მხარს. ეს არის პოლიტიკური ჯილეხი საქართველოსთვის, ეს არის საქართველოს  სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვა. როდესაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ამისთვის ემზადება, რატომ რჩება დრო „ნაციონალურ  მოძრაობას“, აი ამ სიმულაციური პროცესის წარმართვის,“-განაცხადა გიგი უგულავამ.   

დღის ამბები