"ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილის სკანდალურ განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სემ პატენი მუშაობდა "ნაციონალურ პარტიასთან," თუმცა მან მოგვიანებით არჩევანი "ქართულ ოცნებაზე" გააკეთა.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პატენმა იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო შეწყვიტა "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი და "ქართული ოცნებითა" და პრორუსულ მედიასთან ურთიერთობებით დაკავდა.
„მალევე იდეოლოგიური განსხვავებულობის გამო ამ ადამიანმა არჩევანი გააკეთა „ქართულ ოცნებაზე“ და რუსულ და ოლიგარქიულ მედიასაშუალებებთან დაიჭირა კავშირი. მისი აქტიური მოქმედება გამოხატული იყო სწორედ 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით, კონსულტაციებით და ა.შ. დღეს ვხედავთ, რომ მისი ეს მონაწილეობა მარტო ქართული პოლიტიკით არ შემოიფარგლება და საერთაშორისო მასშტაბითაც ჩართული იყო რუსულ ფეიკ-ნიუსების გავრცელებასა და არალეგალურ საქმიანობაში“-ამბობს ბეჟაშვილი.