25 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
უპრეცენდენტო მასშტაბის საცობები თბილისში - გადათხრილი ქუჩების გამო დედაქალაქში მოძრაობა შეზღუდულია

უპრეცედენტო მასშტაბის საცობები თბილისში. ზაფხულის სეზონის დასრულებისთანავე, დედაქალაქში დღეს გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო.

მოქალაქეები მანქანების გრძელ რიგში, საათობით იდგნენ. მიზეზი კი გადათხრილი ქუჩებია, რომელიც ცენტრალურ გზებზე მოძრაობას აფერხებს.

უკმაყოფილო მძღოლები პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას აკისრებენ, რადგან მუნიციპალიტეტმა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება, სექტემბრამდე ვერ მოასწრო.

დედაქალაქის მერიაში კი აცხადებენ, რომ დედაქალაქის მასშტაბით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, რის გამოც გარკვეული დისკომფორტი იქნება.დედაქალაქის მერის მოადგილის განცხადებით, სწავლის დაწყებამდე პრობლემები მოგვარდება.

„ჩვენ რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ დედაქალაქის ის ძირითადი საკვანძო ქუჩები, სადაც შესაძლებელია, რომ სწავლის დაწყების შემდგომ შეიქმნას პრობლემები, ამ ქუჩებზე ყველგან, 15 სექტემბრისთვის მოძრაობა აღდგენილი იქნება“-აცხადებს ირაკლი ბენდელიანი.

დღის ამბები