იაპონიის სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდება. ვარაუდობენ, რომ შტორმი ქვეყნის დასავლეთ რეგიონებს ხვალ დილით გადაუვლის და ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი იქნება.
მეტეოროლოგების პროგნოზით, ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს გადააჭარბებს, ტალღების სიმაღლე კი 10 მეტრს მიაღწევს.
ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა გადაუღებელი წვიმების შედეგად მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უკვე გააფრთხილა.