ქობულეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და ფული მოიპარეს. შემთხვევა თავისუფლების ქუჩაზე მოხდა.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა, თუმცა მოვაჭრეების თქმით, ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ინციდენტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.