26 დეკემბერი 2024,   15:27
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია კვლავ არ არის - „ქართულ ოცნებას“ მოსაფიქრებლად 5 დღე რჩება

მმართველ პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ამ დრომდე არ აქვთ ჩამოყალიბებული.

„კურიერის“ ინფორმაციით, ივანიშვილის გუნდში ამ დრომდე რჩება დეპუტატების ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ პარტიამ საკუთარი კანდიდატურა უნდა წარადგინოს. ოფიციალურად „ქართულ ოცნებას“ მოსაფიქრებლად 5 დღე რჩება.

„ქართული ოცნება“ ელოდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურით არ დასრულდება და არჩევანი ორ მთავარ კანდიდატს შორის მოსახლეობამ მეორე ტურში უნდა გააკეთოს.

მმართველ პარტიაში უკვე თვეებია ამტკიცებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში არ მონაწილეობენ და პროცესებს ეთიშებიან.

„ქართული ოცნება“ რომ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს, ეს დამოუკიდებელი კანდიდატის დღევანდელი საგაზეთო ინტერვიუდან ირკვევა.

„ოცნების“ მთავარი საფიქრალი ახალა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის ფორმებია. პარტიაში ფიქრობენ, რა გზებით დააფინანსონ სალომე ზურაბიშვილის და როგორ მისცენ მას პარტიული პრივილეგიებით სარგებლობის უფლება.

პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთეს უმრავლესობაში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა. კონსერვატორებმა და სოციალ-დემოკრატებმა "ქართულ ოცნებას" დაასწრეს და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა არჩევნებში უკვე გამოუცხადეს. მხარდაჭერის მთავარი არგუმენტი კი სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდია.

8 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის მსურველების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა. „ქართული ოცნება“ თავის გადაწყვეტილებას, ვის უჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩვენებზე სწორედ ამის შემდეგ გაასაჯაროვებს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები