26 დეკემბერი 2024,   15:15
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - ოპოზიციის კრიტიკული დასკვნის შემდეგ, მმართველმა გუნდმა ალტერნატიული დოკუმენტი წარადგინა

მმართველი გუნდი არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთვნენ. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოს“ სკანდალური დასკვნის მესამე თავი განიხილეს, სადაც პუნქტობრივადაა გაწერილი ყველა ის ძირითადი დარღვევა,  რომელმაც უმცირესობის შეფასებით საქმის შედეგზე გავლენა იქონია. სამი თვის განმავლობაში მიღებული ახსნა-განმარტებების და მრავალი დოკუმენტის შესწავლის შედეგად, ავტორებმა დაასკვნეს, რომ გამოძიება მოზარდების მკვლელობის საქმეზე ტენდენციურად წარიმართა. მათივე შეფასებით გამოძიების მიმართულება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საქმეში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი გამოჩნდა და დანაშაულში მისი შვილის და ახლო ნათესავების მონაწილეობა გამოიკვეთა. უმრავლესობის წევრებისთვის სუბელიანის ხშირად და უარყოფით კონტექსტში ხსენება მიუღებელი აღმოჩნდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კომისიის წევრების არც იმ  მოსაზრებას იზიარებენ, რომლის მიხედვითაც არ იზიარებენ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

უმრავლესობის წევრებმა კომისიას დღეს ალტერნატიული დასკვნა წარუდგინეს. შინაარსს ჯერ არ ასაჯაროებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტიც კრიტიკულია და დარღვევებზე იქაც არის საუბარი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები