26 დეკემბერი 2024,   15:15
ვრცლად
ე.წ. შავი სიები საზოგადოებრივ მაუწყებელში-პირველი არხი თანამშრომლების გაშვებას გეგმავს

საკადრო წმენდა საზოგადოებრივ მაუწყებელში - პირველი არხიდან თანამშრომელთა მასობრივი გაშვების კიდევ ერთი ტალღა დაიყო. ოფიციალური განმარტებით სამსახურის გარეშე დარჩენა იმ თანამშრომლებს ელოდებათ, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას, თუმცა როგორ ე.წ. შავი სიის ფიგურანტები ამბობენ, ადმინისტრაცია მათ ჩანაცვლებას სასურველი კადრებით გეგმავს. დოკუმენტი, რომელიც თანამშრომლებს ვასილ მაღლაფერიძის ხელმოწერით მიუვიდათ, ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა დიდ ნაწილს ახალი სამსახურის პოვნა მოუწევს. წერილი 100-ზე მეტმა თანამშრომელმა მიიღო.  დირექტორი მათ საათობრივ ანაზღაურებას სთავაზობს და მოსაფიქრებლად ვადას 4 სექტემბრამდე აძლევს. ვინც ამ პირობას არ დათანხმდება, დაკავებული პოზიციებიდან ავტომატურად გათავისუფლდებიან. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ დირექტორმა მათ განაჩენი გამოუტანა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების მხარდასაჭერად დღეს ტელევიზიის შენობასთან არხის ტელესახეები შეიკრიბნენ, თუმცა მათთან შესახვედრად მენეჯმენტიდან არავი გამოსულა. ახსნა განმარტებას გენერალური დირექტორისგან ელოდება პროფკავშირებიც, რადგან ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ 150 თანამშრომლის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არგუმენტს მოკლებულია.

დღის ამბები