26 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
უმუშევრობა, კრიმინალის ზრდა, გაძვირებული პროდუქტები-გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისის მოსახლეობის პრობლემები მოსიმინა

უმუშევრობა, კრიმინალის ზრდა, კრედიტები, გაძვირებული პროდუქტები და მედიკამენტები, დეოკუპაციის პროცესის შეფერხება - ეს იყო მთავარი პრობლემები რომლებზეც ქუთაისის მოსახლეობა საუბრობდა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე. ვაშაძემ და გაერთიანების სხვა ლიდერებმა მოქალაქეებს კოალიციის გეგმები გააცნეს. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე პენსია გაიზრდება 400-ს, მასწავლებლის ხელფასი 1000-ს და პოლიციის თანამშრომლებისა - 2000 ლარამდე. გამოცხადდება მორატორიუმი უსამართლო ვალების გადახდაზე და კრედიტების დაფარვა მოხდება 2012 წელს არსებული ლარის კურსის მიხედვით. 

დღის ამბები