17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
მამაკაცი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა, დააკავეს

ინციდენტი მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში. სოხუმის ცენტრში, მამაკაცი დააკავეს, რომელიც ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, დაკავებული 50 წლის სერგეი დავიდოვი აღმოჩნდა. მისი მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას ხელყუმბარას დამცავი რგოლი მოხსნილი ჰქონდა. მათივე ცნობით, ჩხრეკისას მამაკაცს მეორე ხელყუმბარაც აღმოაჩნდა.

დღის ამბები