დამოუკიდებელ ევროპელ ექსპერტზე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობისა და საქართველოში არსებული პრობლემების შესახებ მწვავე ანგარიში მოამზადა, ინტერნეტთავდასხმას არასამთვრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგებნელბის თქმით, ნონა მიხელიძეზე სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი ფოტოები და მუქარა ხელისუფლების მართულია.
არასამთავრობოების შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებული შავი PR კამპანია ექსპერტის წინაამდეგ რუსული მეთოდია.
„მმართველი გუნდისთვის მიუღებელია იმ ანგარიშის შინაარსი, რომელიც სოლიდური ორგანიზაციის მხრიდან გამოქვეყნდა. ეს სტილი - პიროვნულ თავდასხმებზე გადატანა და სოციალურ ქსელში ტროლების მეშვეობით პიროვნების ბულინგი დამახასიათებელია რუსული ხელწერისთვის. სამწუხაროა, რომ მმართველი ელიტა ლახავს იმ წითელ ზღვარს, ვინაიდან შესაძლოა, არ მოგწონდეს ანგარიშის შინაარსი, მაგრამ ამისთის გვაქვს ჯანსაღი დისკუსიის ფორმატი, რომ კრიტიკაზე არგუმენტირებულად ვუპასუხოთ და არ მოხდეს ადამიანის პიროვნული დისკრედიტაცია,“- განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.