26 დეკემბერი 2024,   15:15
ვრცლად
„ლეიბორისტული პარტია“ აუდიტის სამსახურს სასამართლოში უჩივის

„ლეიბორისტული პარტია“ აუდიტის სამსახურს სასამართლოში უჩივის. „ლეიბორისტები“ გენერალური აუდიტორის იმ ბრძანებას ასაჩივრებენ, რომელიც 2016 წელსაა დადგენილი, თუმცა მათთვის ცნობილი ამ წლის 2 აგვისტოს გახდა.

საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის შეძენისას საფასურის წინასწარ ერთიანი გადახდის წესზე, რაც პარტიის იურისტის, მარინე ცუცქირიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.

პარტია ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ან საქმის განხილვამდე შეჩერებას მოითხოვს.

დღის ამბები