26 დეკემბერი 2024,   15:17
ვრცლად
ტატუნაშვილის, ბაშარულისა და ოთხოზორიას მკვლელობების საქმეები - რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოში მორიგი სარჩელი დარეგისტრირდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ქართული მხარის მიერ შეტანილი მორიგი სარჩელი დარეგისტრირდა.

საქმე ეხება არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეებს.

საქართველო რუსეთს ეთნიკური ქართველების დევნაში, უკანონო დაპატიმრებაში, წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებს.

სარჩელის თანახმად, სამივე მოქალაქეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და წამებით მოკლეს იმ პირებმა, რომლებზეც პასუხისმგელობა რუსებს ეკისრებათ.

2007 წლის შემდეგ ეს მეოთხე სარჩელია, სათაურით "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომლითაც ქართულმა მხარემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

დღის ამბები