ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5844 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5783 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 2.9868 ლარი ღირს მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9984 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.